22/02/211 233 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა

მოვისმინე პრემიერ - მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა, რომელშიც ძირითადად იყო კონკრეტული ჯგუფის მიმართ ზიზღი და ვიღაცების დაჭერის დაანონსება,- ამის შესახებ „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
იოსელიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" მმართველობის 9 წლის თავზე იგივე გზავნილები აქვს, რაც 9 წლის წინ ჰქონდა. მისი თქმით, მას სურდა მოესმინა მმართველი გუნდის პროგრამის და ხედვების შესახებ, თუმცა, ამის ნაცვლად მოისმინა აგრესიული რიტორიკა ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მიმართ.
„ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე ქვეყანა არის ბევრად უფრო ღარიბი, ვიდრე იყო მაშინ და მოქალაქეები არიან უფრო დაუცველები. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც ერთი პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა თუ შევიწროება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება. გამოდის ერთ ადგილზე ვტრიალებთ, არაფერი შეცვლილა. 2012 წელს რა გზავნილებიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, ზუსტად იმავეს იმეორებს 2021 წელს. ეს არის წარმოუდგენელი, მე მაინტერესებდა მისგან მომესმინა, როგორ უყურებს ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას, რა გეგმა აქვს პანდემიასთან, სიღარიბესთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც ხალხს აწუხებს და არა ის, რაზეც ილაპარაკა,"- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია, თუმცა, ღარიბაშვილის რიტორიკა ამას ხელს არ უწყობს.
„ერთ რამეს ვხედავ - ორივე მხარე ამბობს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და არ ჯდებიან და არ ლაპარაკობენ, მაშინ როგორ არიან მზად? 25 თებერვალს დაანონსებული აქციის გადადება რაღაც კომპრომისის ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია მეორე მხრიდანაც, თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ,"- განაცხადა იოსელიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA