22/02/211 184 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ელისაშვილი ღარიბაშვილს - ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველო ქრება, სანამ ოპონენტებს ებრძვით

“ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს?” — ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე. ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები შეახსენა და ამ ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ ცდება, როცა ამ ფონზე ოპოზიციის რადარებიდან გაქრობას “მთავარ გამოწვევად” წარმოადგენს.
“ამ წლების განმავლობაში ვხედავ, რომ თქვენ მართლა გულწრფელად ებრძვით და მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის მთავარი ფუნქციაა, ებრძოლოს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ… რადარებიდან უნდა გაგაქროთ, გაგანადგუროთ, გაიძახოდით… ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ხდება და ნადგურდება საქართველო, სანამ თქვენ ოპონენტებთან ასე დაჟინებით ბრძოლაში ხართ, ჟინით ხართ შეპყრობილი? ეს ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება ამასობაში.
ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? აი, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ მაგალითად? თქვენ წლებია, მაღალ თანამდებობებზე ხართ და იქნებ კავშირი გაგიწყდათ? იქნებ დაგავიწყდათ, რომ ლუკმაპური ენატრება ხალხს?
დღეს გაფაციცებით გისმენდით. ერთხელ არ გითქვამთ ქამრების შემოჭერა, ზრდილობის გულისთვის მაინც. იცით თუ არა, რომ კორონავირუსამდე, 2019 წელს, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ვამბობ, რომ 19.5% მოსახლეობისა იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ?.. კორონავირუსმა ალბათ გააორმაგა ეს მონაცემი”,  — მიმართა “მოქალაქეების” ლიდერმა ღარიბაშვილს.
ამის შემდეგ ელისაშვილმა სხვა სოციალური პრობლემებიც ჩამოთვალა, შეეხო პენსიონერებისა და ომის ვეტერანების საკითხსაც:
“იცით თუ არა, რომ ყოველ მეორე პენსიონერს წინასწარ ნახევარი წლის პენსია აქვს გამოტანილი და შემდეგ, რომ ვერ იხდიან, 50%-ს, როგორც ბიზნესმენებს უჭრის ლიბერთი ბანკი, ისე არაადამიანურად ექცევა პენსიონერებსაც და ჩარიცხვისთანავე 50%-ს აჭრის?.. ეს ამბავი იცით თუ არა?
იცით თუ არა, რომ პენსიონერებს მთელი თანხა, რაც მორჩებათ, მედიკამენტებში ეხარჯება? რატომ ხდება, რომ თქვენმა მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ”, წლების მანძილზე ამ საკითხს ვერაფერი მოუხერხა? გუშინაც ვკითხე ჯანდაცვის მინისტრს, იქნებ ვინმე ხელს ითბობს ამაზე, რომ ჩვენს გვერდზე ქვეყნებთან შედარებით 5-მაგი ფასი აქვს ჩვენთან მედიკამენტებს?
თავდაცვის მინისტრი იყავით. იცით თუ არა, რომ ათი ათასობით ადამიანი, რომელიც სამაჩაბლოში თუ აფხაზეთში მკერდსა და შუბლს უშვერდნენ მტერს საქართველოსთვის, 22 ლარი, ბოდიში ვეტერანებთან, მათხოვრული თანხა აქვთ თვიდან თვემდე?.. იცით, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, ბავშვებს საჭმელი რომ ენატრებათ და იზრდებიან ისე, რომ ხორცი არ აქვთ გასინჯული?
ასეთ ქვეყანაში გამოდიხართ, კიდევ მუშტებს აბრახუნებთ და იძახით, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგუროთ. ეს მიგაჩნიათ მთავარ გამოწვევად. ხომ არ ფიქრობთ, რომ ცდებით?”
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY