20/02/211 439 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად

თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება. ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, ან გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ, იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.
მან მხარეებს ლიეტუვას სახელით მედიატორის როლის შესრულება შესთავაზა და აქვე განაცხადა, რომ ქვეყანაში შეიძლება ჩამოვიდეს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პრეზიდენტი, თუმცა ეს ვიზიტები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება დიალოგი და არა კონფლიქტი.
ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, ლიეტუვამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ან ხდები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ან იღუპები, მეტი გამოსავალი, მათ შორის, არც საქართველოს აქვს და ამ მოცემულობის გათვალისწინებით მხარეებმა დიალოგი უნდა განაახლონ.
„მე შევხვდი ნიკა მელიას და ასევე ვაპირებ, რომ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ლიეტუვა არის საქართველოს კარგი, ძველი მეგობარი და ჩვენ არ მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, მზად ვართ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მედიაცია, მაგრამ დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ნიკა მელიას საქმე კეთილსაიმედოდ დასრულდება და გვექნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიასა და მთელს ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შევასრულოთ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს რეალურად არის არჩევანი - საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად. თუ ის აირჩევს ლიეტუვას გზას, ვხედავ დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის, მაგრამ, როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატო-ში, ლიეტუვაში მარცხენა და მარჯვენა ყოველთვის ერთად მუშაობდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია არავინ. თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება და თუ ეს არის წინმიმავალი გზა, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება და თქვენ გაქვთ სხვა ქვეყნის მაგალითები, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა და მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია. ან თქვენ გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ. თქვენ ერთხელ უკვე განიცადეთ ომის საშინელება და ნამდვილად გსურთ ამ სტატუს- კვოში ცხოვრების გაგრძელება, რაც არაფერს მოგიტანთ? ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ან უერთდები ევროკავშირსა და ნატო-ს და ან იღუპები. თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა და თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, მაშინ გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყვიტეთ სასამართო საქმეები, რომლებიც ხელს უშლის ამ დიალოგის გაგრძელებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისკენ. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არა კონფლიქტის მიმდინარეობისას. თუ გსურთ ლიეტუვას გზით წასვლა, გთხოვთ განაახლეთ დიალოგის პროცესი!“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,