15/02/211 081 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები - ეს დაუშვებელია!

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ბედი მასზეა დამოკიდებული.
როგორც მან აღნიშნა, დღეს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ოპოზიცია შევიდა, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიცია და გამოვიდა, როგორც „ანარქისტები“, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას და დაპირისპირებას აანონსებენ.
“თავად ნიკამ მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს და წინა დღეების განმავლობაშიც, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მორალი კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. წარმოუდგენელია, არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ.
დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რაღაც შეკრებაზე შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები. ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, ზოგად,ეს ნიშა გვიჭირავს და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის „წითელი“ ზღვარი, რომელსაც ბუნებრივია, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მათი სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციურ მესიჯებად დარჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ჰუმანურობის მიუხედავად, ხელისუფლება კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ვერ დაუშვებს და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს“.
„პირადად მგონია, ბოლო მომენტამდე იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. არ მგონია, ის მიშას თამაშს ბოლომდე ჩაყვეს და შესაბამისად, რადიკალური სცენარის განვითარებას შეუწყოს ხელი თავისი მოგონილი პოლიტდევნილობთ. ყველა შემთხვევაში, ფაქტია, რომ ბოკერიას მიერ დაანონსებული რევოლუცია მათ გონებასა და აზროვნებაში ფრთებს ისხამს, მაგრამ რეალურად, ისინი მართლაც აცდენილები არიან დღევანდელ სიტუაციას და იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია“,-განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA