15/02/21992 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საერთო გადაწყვეტილება მიღებულია და ხვალ, 16 თებერვლას ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერენ. 
"ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა, კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატი, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს მას", - თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 
მისი თქმით, პლენარულ სხდომასა და საკომიტეტო დონეზეც საკითხს მხარს დაუჭერენ.
"არავის არ აქვს უფლება ფეხქვეშ გათელოს კანონისა და სამართლის უზენაესობა და არავის არ აქვს უფლება ქართული სახელმწიფოს საძირკვლების შერყევა სცადოს, მე პირადად  მხარს დავუჭერ, რომ ამის უფლბა არავის არ მივცე", - თქვა სოზარ სუბარმა. 
დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ მხარს "კონსტიტუციასა და კანონებს" უჭერს. 
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოპოზიციიდან შესული დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხს კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერენ, ხოლო "ქართული ოცნება" ამბობს, რომ გადაწყვეტილებაში ერთიანია. 
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ბიუროზე დღეს, 15 თებერვალს იმსჯელებენ, კენჭს კი ხვალ უყრიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ