28/01/211 391 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, საზიანო შეთანხმება არ მომხდარა - მელაშვილი

სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა მედიასთან საქმეზე ვრცელი კომენტარი გააკეთა. მან პირველ რიგში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მისი ბრალდება მთლიანად აბსურდულია. 
მელაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილია და არანაირი საზიანო შეთანხმება არ გაუფორმებიათ.
"აბსურდულია, ისევე, აბსურდულია როგორც თვითონ ბრალეულობა, რომ ვიღაც ცდილობდა ფართობების გადაცემას, ან რაღაცა. ეს არის ცალსახად რაც შეიძლება ვთქვა, არარსებულია, არარსებული მაგისთანა, იმიტომ, რომ საფუძველი არაა. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, არავითარი საზოანო შეთანმხება არ მომხდარა, ეს არის, ზუსტად ის შეთანხმდა რაც იყო საჭირო და მეორე მხარეც უყურებს ამას. 
ბოლომდე მე არ მომისმენია ის, რაზედაც არის საუბარი ჩემსა და მალხაზს შორის, მაგრამ მე მინდა ის გითხრათ, რომ ეს არის სამუშაო საუბარი, იქ გოგო მანჯგალაძეზეც რომ არის ლაპარაკი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრის დროს, როგროც ადრე და მომავალშიც ასე იქნება, უამრავი საკითხის განხილვა ხდება, ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი, ასე არა, ასე ჯობია და ასე შემდეგ, ზოგჯერ კიდევ კიბატონო, თუ ხედავ, რომ ნათელია. ეს რიგითი შეხვედრა იყო, რაც არ იცოდა კაცმა იმაში დარწმუნდა. შედეგი არის ის, რაც არის შედეგი, რაზეც ხელი მოეწერა. ქვეყნის საწინააღმდეგო არავითარი საწინააღმდგეო არ არის, ერთი იოტის ოდენა გადახრაც არ არის", - თქვა ივერი მელაშვილმა. 
მისი თქმით, ის ჩანაწერები რაც გამოქვეყნდა სადაც მისი საუბარია ასახული ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო და მის გამო ვინმეს დადანაშაულება არ შეიძელბა. ამავე ჩანაწერებზე კი პროკურატურა ამტკიცებს, რომ "აღიარებითი ჩვენება" მოიპოვეს.
"ამაში არც გოგის დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან ეს არის, მსჯელობის ნაყოფი, ჩვეულებრივად სამუშაო ვითარებაში, არც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება", - თქვა მან. 
მელაშვილის განცხადებით, ფიქრობს, ყველაფერი დორიბითია და საქმე როცა დასრულდება, გაირკვევა. მან ასევე აღნიშნა, რომ 1:200 000-იან რუკაზე ადრეც არაერთხელ განუცხადებია და ახლაც ამბობს, რომ "დიდი შეცდომების მქონდე რუკაა" და "მასზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან ეს რუკა მთლიანად მცდარია". 
"არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომიდან, არც ქვემდგომიდან. ეს ჩვეუალებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს, ასევე იყო ნატალიაც და ასევე იყო ის კომისიის წევრები, ვინც მონაწილეობდნენ განხილვაში. დანარჩენი, ყველა ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც მოუვიდა თავში, ამ გადაბრუნებული აზრის პატრონებს, კიბატონო, საერთოდ არ იყო დაჭერა აუცილებელი, აუცილებელი კი არა ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოა, შესაბამისად უსაფუძვლო იყო ის, რომ ციხეში გვამყოფეს", - თქვა მან. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA