Babajana LOGO

კახა კალაძე - ვნახოთ, რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით 2012 წლამდე - აშკარად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს

19 აგვისტოს 2020 14:54ნახვები 879წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველოში კრიმინალის დონემ მოიმატა, ტყუილია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2012 წლამდე კრიმინალური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იყო.
„ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შედარებითი. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც წარსულს ვიხსენებთ. ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება. ყველაფერი არის შედარებითი. აშკარად დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თუ იმას ვიტყვით, მოგვწონს არსებული სიტუაცია? რა თქმა უნდა, არა. გვინდა, ბევრად უკეთესი იყოს. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი ძლიერი, როგორც განვითარებული ევროპული ქვეყანა”,- განაცხადა კალაძემ. როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციას არ მოსწონს, როდესაც მმართველი გუნდი მათ წარსულზე საუბრობს, თუმცა, კალაძის თქმით, „ყველაფერი შედარებითია“
„ისინი ჯერ კიდევ არიან პოლიტიკურ ველზე და ჩვენ ვართ ხელისუფლება. ყველაფერი არის შედარებითი. რა გავაკეთეთ ჩვენ, ხომ უნდა შევადაროთ, რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს. ასევე მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაერთიანდეს იმ ძალიან დიდ და მაგარი ოჯახში, რასაც ევროპა ჰქვია. რა რეფორმები უნდა გატარდეს ამისთვის, ამაზე ვსაუბრობთ ყოველდღიურობაში და ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას”, - განაცხადა კალაძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania