Babajana LOGO

რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 6 556 შემთხვევა გამოვლინდა და 216 ადამიანი გარდაიცვალა

01 ივლისს 2020 04:07ნახვები 228წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 654 405-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 216 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 536-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 422 931 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania