01/07/201 359 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ პენტაგონის პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გეგმა დონალდ ტრამპს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა ორშაბათს წარუდგინა.
”წინადადება, რომელიც დამტკიცდა, ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას, გააძლიერებს ნატოს, გააუმჯობესებს აშშ-ის სტრატეგიულ მოქნილობას და აშშ-ის ევროპული სარდლობის ოპერატიულ მოქნილობას და იზრუნებს ჩვენს ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე,”- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.
ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსებიან გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცები. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდათან, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გააგზავნონ.
ამჟამად გერმანიაში 34 000 ამერიკული სამხედროა დისლოცირებული.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY