01/07/201 594 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ადა მარშანია კობახიძის განცხადებაზე -"ნაცმოძრაობა” ჩემთან გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის

ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად, დიდი დურბინდით, ლაფშია რომ არის ამოსვრილი, კრიმინალური კოჰაბიტაციით “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკურ ლაფშია ამოსვრილი, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას “ნაციონალურმა მოძრაობამ” ადა მარშანია ჩამოაშორა.
ადა მარშანია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მას შავ-ბნელ მოლაპარაკებებს ვერ გაუბედავდა.
“ერთადერთ მიზეზი, რატომაც არ ვიყავი მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა, ესაა ერთადერთი მიზეზი. “ნაციონალური მოძრაობა” ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. სწორია და კარგია ეს. მე მაქვს მათთან ასეთი ურთიერთობები და როგორ გამიბედავდა მე “ნაციონალური მოძრაობა” რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს?! ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, რომ ლაფშია ამოსვრილი. კრიმინალური კოჰაბიტაციით “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის პოლიტიკურ ლაფში ამოსვრილი”,- განაცხადა მარშანიამ.
ცნობისთვის, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თვითონ არ მონაწილეობდა საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში, ისინი ცდობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. “ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე პირველ მოსმენამდე, მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,