Babajana LOGO

Heritage - აშშ-მა საქართველოს ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორის პოვნისკენ უნდა უბიძგოს

03 თებერვალს 2020 15:35ნახვები 291წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდი“ (The Heritage Foundation) წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა უბიძგოს, მოძებნოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტის ასაშენებლად.
2020 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში — „ხუთი პრიორიტეტი აშშ-საქართველოს 2020 წლის ურთიერთობაში“ — ავტორი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ალექსის მრაჩეკი, წერს:
„აშშ-მა უნდა უბიძგოს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს ახალი ინვესტორი [პორტის ასაშენებლად]. საქართველოს სჭირდება ეს პორტი. იგი ქვეყნის აუთვისებელი ლოჯისტიკურ პოტენციალის დიდ ნაწილს გამოაჩენს და საქართველო რუკაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაეხმარება. ანაკლიის პორტი, ასევე, გააღრმავებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას“.
ავტორის რეკომენდაციით, „კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდონ საქართველოს, რომ იპოვოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტისათვის, ხელახლა შევიდეს პროექტში, და შეინარჩუნოს იგი პროექტის დასრულებამდე“.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქართულ-ამერიკულ გაერთიანებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელიც პორტს აშენებდა, 2020 წლის 9 იანვარს გაუწყვიტა კონტრაქტი. პორტის მშენებლობა შეწყდა.
სამინისტრო ამ ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს და აცხადებს, რომ პორტის ასაშენებლად ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის ემზადება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania