03/02/20940 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ჩინეთის საგარეო უწყება - ვაშინგტონი კორონავირუსთან მიმართებაში არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის თქმით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს.
"ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს როცა აწესებენ კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევის საწინააღმდეგოდ ხდება“, - განაცხადა ჰუა ჩუნინგმა. მისივე თქმით, აშშ-მა ჩინეთის მიმართულებით არანაირი დახმარება არ გამოხატა.
„ის იყო პირველი, ვინც უხანიდან ევაკუაცია დაიწყო. პირველი, ვინც ჩინელ მოგზაურებს აკრძალვები დაუწესა. სხვათა შორის, ბოლო მონაცემებით აშშ-ში გავრცელებულმა გრიპმა 2019-2020 წლებში 10 000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, მაშინ როცა 2 თებერვლისთვის ახალი კორონავირუსით 361 ადამიანი გარდაიცვალა“,-განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA