Babajana LOGO

სენატორები და კონგრესმენები - საქართველოს მთავრობა ცდილობს გააძევოს ამერიკული ბიზნესები

16 მაისს 2020 05:20ნახვები 722წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ "საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო", რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. წერილში ასევე საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, რომელიც მათი თქმით, "ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".
„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომლის სათავეშიც „ქართული ოცნებაა“ ცდილობს გააძევოს ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესები, რომელთაც ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ჩადეს. ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მართულია გეოპოლიტიკური გათვლებით, მათ შორის ცნობებით ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთის მთავრობასთან. აქტივობები, რომელიც საქართველოში შავი ზღვის პორტებს უკავშირდება, საფრთეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორისაა პორტის მშენებლობიდან ამერიკული კომპანიების გაძევება და საქართველოს მიერ მცირე ძალისხმევა, შესრულდეს ვაშინგტონის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები, გასაკუთრებით პორტებთან მიმართებაში“, - ნათქვამია კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania