09/01/24266 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ბუჩუკური - „ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმდენად არასერიოზულია, დაჯერება გამიჭირდა, რა იცვლება ამით?! - ისედაც გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საკადრო გადაწყვეტილებების მიმღები

„ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმდენად არასერიოზულია, დაჯერება გამიჭირდა, რა იცვლება ამით?! - ისედაც ყველასთვის გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საკადრო გადაწყვეტილებების მიმღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ ენდობა. აქვე ბუჩუკური გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მათ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატი იონათამიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ოცნების“ ლიდერებისგან განსხვავებით მათ გუნდს მშვიდად ეძინა.
„ოცნებაში“ დარჩენილ ბიჭებს რომ არ ენდობა მის სიტყვით გამოსვლაშიც კარგად ჩანდა. მას არ სჯერა, რომ ეს ბიჭები შეძლებენ, იყვნენ ეფექტურები და დადონ ისეთი შედეგი, როგორიც ბიძინა ივანიშვილს სურს, შავი ფულის როლზე პარტიაში კი ჩვენი გუნდი კარგა ხანია საუბრობს და როგორც ჩანს აქაც ნდობის ნაკლებობაა „ოცნების“ ბიჭებთან მიმართებით. არის თუ არა წესდებაში ცვლილებები მინიშნება საკადრო ცვლილებებზე, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. თუმცა, მთავარი არის შედეგი. ვერანაირი საკადრო ცვლილება შინაარსობრივად და არსებითად სურათს ვეღარ შეცვლის. სოციალურ ქსელში შემხვდა ერთ- ერთი მოქალაქე წერდა და ძალიან მომეწონა - ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენამ ოპოზიციისთვის არაფერი შეცვალა, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლებს დაძაბული გამომეტყველება აქვთო. ამას ვიზიარებ მეც და არ შემიძლია აქვე კომენტარი არ გავაკეთო რატის (იონათამიშვილი) განცხადებაზე. ჩვენს გუნდზე უთქვამს, ეს ხალხი ახალ წელს სად შეხვდაო. რატის ვუპასუხებდი, მისი გუნდისგან, „ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფისგან განსხვავებით განსხვავებით, ჩვენს გუნდს ძალიან მშვიდად ეძინა, მათ შორის, საახალწლო დღეებში. ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ბიჭები. რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არა ღარიბაშვილი, ამასაც დრო გამოაჩენს. პრეცედენტებს რომ გადავხედოთ, ბიძინა ივანიშვილმა ის ერთხელ კორუფციის ბრალდებით გაუშვა პრემიერის თანამდებობიდან. ახლა იმავეს უპირებს თუ არა, არ ვიცი, გამოჩნდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასთან, ბუჩუკურმა ევროკავშირის 9 პირობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობა სასწრაფოდ არის დასაწყები.
როგორც ბუჩუკურმა განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, მათ დღეს უკვე მიმართეს პრემიერ- მინისტრს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მზად არიან სამუშაო პროცესში ჩაერთონ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY