დეკანოიძე: ჩემს შტაბში სუს-ი აპარატურის დასაყენებლად უკანონოდ შეიჭრა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ ისანში მის საარჩევნო შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, საარჩევნო შტაბში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპარატურის დასაყენებლად შეიჭრა.
"ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ.
უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა.
უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია ვინც შეაღწევდა და რისთვის.
ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი",-წერს დეკანოიძე.