09/09/201 429 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა

ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მათ მიერ მოპოვებულ სურათებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისივე განცხადებით, სატელიტიდანაა გადაღებული და 2020 წლის 19-22 ივლისს სოფელ მაწევანის ტერიტორიას ასახავს.
თამაზაშვილის განცხადებით, მისი მოთხოვნა უცვლელი რჩება და საქმეზე მიმდინარე გამოძიება განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. ამასთან, პროკურატურამ უნდა ახსნას, რატომ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლი მანქანაში და წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თხოვნით ნამდვილად მიმართეს.
„ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის თავს არ მოიკლავდა. ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, ეს სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა. ამის გამო, ისევ მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფურად განზრახ მკვლელობით. აქამდე ძალიან ბევრ საკითხზე გაჩნდა ეჭვი, გუშინ აღმოჩნდა, რომ FBI-სთვის არანაირი წერილი არ მიუწერიათ და სიტყვიერად მიმართეს, ვინ დაამტკიცებს ამას?
ანალოგიურად, ორმაგი სტანდარტებით ხდება სამხარაულში ექსპერტიზების გაყალბება, ინახება ნამდვილი ჩვენებები და ქვეყნდება ყალბი ექსპერტიზა.
დავაანონსეთ აქციები, მაგრამ დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი შეკრებები აკრძალეს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა. ახსნან რატომაა ჩემი შვილის სისხლი მანქანაში, შეიძლება ინექციას უკეთებდნენ და მაშინ გამოჟონა ვენიდან ამ სისხლმა,” - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY