09/09/201 389 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - მორჩილება, მორჩილება და მორჩილება - ეს არის „ქართული ოცნების” ლოზუნგი

მორჩილება, მორჩილება და მორჩილება - ეს არის „ქართული ოცნების” ლოზუნგი, ამიტომ ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ამათ რიგებს შემოუერთდებიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე საუბრისას განუცხადა.
გოცირიძის თქმით, საინტერესო არ არის, თუ როგორი სია ექნება „ქართულ ოცნებას”.
„რა სია ექნებათ, დიდად საინტერესო არ არის, რადგან ვინც არ უნდა შემოვიდეს ამ პარლამენტში, როგორი კარგი პროფესიული თუ სხვა გამოცდილებით, აქ ეს ადამიანები ყალიბდებიან ზომბირებულ, მორჩილ არსებებად.
მორჩილება, მორჩილება და მორჩილება - ეს არის „ქართული ოცნების” ლოზუნგი, ამიტომ ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ამათ რიგებს შემოუერთდებიან. სადღაც წავიკითხე, „ქართულ ოცნებას” პირველ ოცეულში ბევრი ახალი სახე ეყოლებაო. ვნახეთ, ის ახალი სახეები როგორ ტრანსფორმირდნენ აქ. შემოვიდნენ კეთილი სახეებით და დაამთავრეს ბოროტი სახეებით. „დორიან გრეის პორტრეტივითაა“, მშვენიერი ადამიანები არიან, ბოლოში რომ დაინახავს თავის თავს, რა უქნა ამ ცხოვრებამ წლების განმავლობაში, ასე მოსდით „ქართული ოცნების” ახალ სახეებს, რომლებიც 4 წლის წინ იყვნენ ახლები და 4 წლის მერე გახდნენ საზოგადოებისთვის მიუღებელი. „ქართულ ოცნებას” ექნება ორი მეთოდი: წინ კეთილები და უკან ბოროტები, თუმცა ოთხი წლის შემდეგ ყველა ერთმანეთს ემსგავსება. ან პირიქით, უცნობ-ნაცნობი სახეები ეყოლებათ, მაგრამ ვაი ამ ნაცნობებს, რა გვარებსაც ახლა ამბობენ. ამ ნაცნობების დანახვით ბევრი ალბათ შოკში ჩავარდება”,- განაცხდა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA