09/09/201 000 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ახალი მტკიცებულებები ბაჩალიაშვილის საქმეში-რამიშვილი გვიან ღამით პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის  ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს,რომ  მოიპოვა სატელიტის ჩანაწერები, სადაც ჩანს რომ 23 წლის გოგოს მანქანა 19 და 20 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში არ მდგარა. ამ ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ რამიშვილი გვიან ღამით პროკურატურაში დაიბარეს და წყაროს წარმომავლობით დაინტერესდნენ.მიხეილ რამიშვილი არ ასახელებს ვინ დაეხმარა ინფორმაციის მოძიებაში.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.
სატელიტიდან არის ნამდვილად გადაღებული თვითონაც დარწმუნდნენ, დაინტერესდნენ, სურათები, როგორ, საიდან, ვისგან იყო მოპოვებული. ინფორმაციის მომწოდებლებს თავიანთი მოთხოვნა ჰქონდათ, მე მაგ პირობას ვერ დავარღვევ.დგინდება ის რომ ავტომობილი იქ არ ყოფილა. იმასაც დავადგენ იმ გზატკეცილზე რა ავტომობილებიც იყო, რომელ დღეს, რომელ საათზე. აღნიშნული მანქანა მიყვანილია 21 ივნისიდან 22 ივნისამდე გამთენიისას,-ამბობს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების ამსახველი, ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებს ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილი რამდენიმე აფთიაქში შედის და წამლებს ყიდულობს.
უფრო მანამდე კი შოთაძის უწყებამ "მთავარი არხის" გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს გადაღებული, სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გამოაქვეყნა. 
"მთავარმა არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი აქცენტების" 23 აგვისტოს გადაცემაში სამი ავტომანქანის სანომრე ნიშანი გაასაჯაროვა და თქვა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანას სუს-ის მანქანები დაყვებოდნენ. 
პროკურატურამ თავის განცხადებაში თქვა, რომ მანქანები, რომელიც ჩანაწერშია ნამდვილად სუს-ის ბალანსზე, თუმცა ისინი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რუსთავის გზატკეცილზე გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, შემდეგ კი შავნაბადას ბაზისკენ გადაუხვიეს, ხოლო ბაჩალიაშვილმა თავის მანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გზა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.