31/08/201 116 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!

სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.
მდინარაძის შეფასებით, ვარშალომიძე ჩადენილი დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დანარჩენი ლიდერი.
„თურქეთიდან რომ შემოდიოდა, ვარშალომიძემ მიმართვა გაავრცელა და მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ის ნახოს, ვფიქრობ, კომენტარიც აღარ იქნება საჭირო. ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია. ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა. დღეს, როდესაც რუსულ თემაზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში, სტრატეგიულ გაყიდულ ობიექტებს რომ თავი დავანებოთ, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებთ რუსეთის მხარდაჭერას თავი რომ დავანებოთ, რატომ დაუჭირეს იმ ტყუილ მოცემულობას მხარი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი?“- განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მოამბე 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მთავარი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • ფორმულა 8-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 6 თებ
    • ქრონიკა 8-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 6 თებ
    • პირველები 8-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 6 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • პოლიტიკის ფორმულა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • საჯარო პოლიტიკა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • სპექტრი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის ამბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • კომენტარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის მბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • შენი შუადღე - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • ნოესთან - 5 თებერვალი, 2023. მამუკა ჩარკვიანი
      5 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 5 თებერვალი, 2023. მარგო ლუჩკო და ოთო ნემსაძე
      5 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,