31/08/201 708 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - "ქართული ოცნება" პანიკაშია,- მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა

„ქართული ოცნება" ახლა არის პანიკაში, ჩაატარეს კვლევები და იციან, რომ მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგთან დაკავშირებით.
გოცირიძის თქმით, არავის სჯერა, რომ „ქართული ოცნება" ამ არჩევნებში რაიმე შედეგს მიაღწევს.
„ახლა ეწევიან ამომრჩევლის ფსიქოლოგიურ დამუშავებას, ოღონდ თავიანთი ჭკუით. პარტიების უმრავლესობა ატარებს შიდა კვლევებს, ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნება" ჩავარდნილია პანიკაში, როგორც თავიანთი შიდა კვლევების შედეგებით, ასევე თუ რაიმე არხებით გაიგეს ჩვენი შიდა კვლევები, მათ ბუნებრივია არ ექნებოდათ დამშვიდების საშუალება. ოპოზიციის ჯამური ხმები პროპორციულ ნაწილში მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნებისას“ და მისი ერთი საწყალი თუ არც თუ ისე საწყალი სატელიტის ხმებს, რომლის უარყოფასაც ცდილობენ, ამბობენ, რომ ისინი პატრიოტები კი არა, ყოფილან თურმე „შმატრიოტები“. აი, რა დონის კრიტიკა მოვისმინეთ,"- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიცია არათანაბარ საარჩევნო პირობებში იმყოფება, განსაკუთრებით, პანდემიის ფონზე.
„ქართული ოცნება" დიდი ხანია საარჩევნო კამპანიაში იმყოფება და ხარჯავს დიდძალ „შავ ფულს“, ერთია ოფიციალური მათი დანახარჯები და მეორე ის შავი ყულაბა, რომელშიც მილიონობით ფული იყრის თავს იმ კომპანიებიდან, რომელიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“ და რომლებიც ითვისებენ მილიონებს ტენდერების გარეშე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან. ასევე არათანაბარ პირობებში იმყოფებიან პარტიები თუნდაც იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც იქნა მიღებული და რომლის შესწორებასაც ახლა აპირებენ. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ცვლილებები დარეგისტრირდა ახლა. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებში პოლიტიკური პარტიები იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით და ეს არჩევნები არ არის თავისუფალი, მითუმეტეს მაშინ როცა ეუთო/ოდირის 30- მდე რეკოკენდაცია არ იქნა შესრულებული, მხოლოდ 6-7 რჩევა იქნა მიღებული ამ პარლამენტის მიერ,"- განაცხადა გოცირიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY