19/08/20883 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ლუკაშენკომ სამინისტროს დაავალა, აღკვეთონ უწესრიგობა და გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, აღკვეთონ უწესრიგობა ქვეყანაში და გაამკაცრონ სასაზღვრო კონტროლი, რათა არ დაუშვან, რომ შესაძლებელმა გავლენამ უცხოეთიდან არასტაბილურობა გამოიწვიოს ქვეყანაში, სადაც მე-11 დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს სადავო არჩევნების შემდეგ. სააგენტო БЕЛТА იტყობინება, რომ ლუკაშენკამ 19 აგვისტოს განაცხადა: „მინსკში აღარ უნდა იყოს უწესრიგობა. ხალხი დაიღალა, ხალხი სიჩუმეს და სიმშვიდეს ითხოვს“.
„ვავალებ სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტს, ეს ჩანს განხილვებიდან, გაძლიერდეს სახელმწიფო საზღვრების დაცვა მთელ პერიმეტრზე, რათა არ მოხდეს სხვა ქვენებიდან ბელარუსში მებრძოლების, იარაღის და ფულის შეღწევა უწესრიგობის დასაფინანსებლად. და ვხედავთ, რომ ფული შემოდის“, - თქვა ლუკაშენკამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY