16/08/201 006 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სამოქალაქო სექტორი ოფიციალურ თბილისს ბელორუსი ხალხისთვის მხარდაჭერის გამოხატვას სთხოვს

სამოქლოა სექტორი ბელარუს ხალახს მხარდაჭერას უცხადებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" დოკუმენტს ხელს 23 ორგანიზაცია აწერს. ისინი გმობენ ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და ოფიციალურ თბილისს მოუწოდებენ მხარდაჭერა გამოხატონ.
მათ უნდათ დემოკრატია, მობეზრდათ ჭაობში ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ითმენდნენ ცუდ რეჟიმს, გაიღვიძა ამ ქვეყანამ, ამ ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი არ დავუჭირთო იმ რეჟიმს, რომელიც ბელორუსშია, - თქვა პლატფორმის წარმომადგენელმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ბელორუსი ხალხის დემოკრატიული გზით განვითარება კარგი არა მხოლოდ მათი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაცაა.
ეს არის დიდი მარცხი რუსეთისა. ამ მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტური სიჩუმე არის უგუნურობა. ელემენტარული ვალდებულებაა, რომ თუნდაც მოუწოდოს ბელარუსის ამჟამინდელ ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისაკენ, - თქვა რომან გოცირიძემ. 
"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, სერგი კაპანაძის თქმით, ის ბრძოლა, რომელიც ბელარუს ხალხს აქვს თავისუფლებისთვის იმსახურებს სოლიდარობას ყველას მხრიდან.
ჩვენ პირველივე დღეებში გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ მხარდაჭერა, ისევე, როგორც თითქმის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, ამიტომ ძალიან დასანანია, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს. არ ვიცი რას ელოდება, რისი ეშინია, - თქვა სერგი კაპანაძემ. 
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY