10/08/20720 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

არჩევნები პროტესტის ფონზე - ლუკაშენკო ამ დროისთვის 82%-ით ლიდერობს

ბელორუსიის საარჩევნო კომისიის ცნობით,  ალექსანდრ ლუკაშენკო, 82%-ით ლიდერობს, ამ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს. 
გამოცემა  ria.ru კი, ბელორუსიის ცესკოზე დაყრდნობით წერს , რომ ლუკაშენკო ყველა იმ რაიონში იგებს, რომლებიც ამ დრომდე დაითვალეს. 
აღსანიშნავია, რომ ეგზიტ პოლის წინასწარი მონაცემებით ლუკაშენკოს, რომელიც  ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, 80%-იანი მხარდაჭერა აქვს, მის ოპოზიციონერ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი - 6,8%-იანი.
აქვე, "ევრონიუსი" ბელორუსიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტიხანოვსკაია რამდენიმე საარჩევნო ოლქში ლუკაშენკოს უსწრებდა.
გამოცემა "Aljazeera" კი წერს, რომ მინსკში, დღის განმავლობაში პოლიცია მობილიზებული იყო და უკვე საღამოს მათ ბლოკპოსტები მოაწყვეს და ადამიანებს ბინადრობის მოწმობას უმოწმებდნენ, სავარაუდოდ, ისინი ღელავდნენ, სხვა ქალაქებიდან არ ჩამოსულიყო ხალხი. 
Aljazeera-სვე ცნობით, გავრცელდა ხმები, რომ პოლიცია ხალხის მასაში მანქანით შევარდა, სასწრაფო დახმარბეის ბრიგადები კი ამ დროს, იმ ადამიანებს აყენებდა მიწიდან, რომლებიც ძირს იწვნენ. 
შეგახსენებთ,ბელორუსიაში დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ გამოსულ დემონსტრანტებს, მართალდამცავემბა ცრემლსადენი გაზი დაუპიროსპირეს - არიან დაკავებულებიც და დაშავეულებიც, თუმცა ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარჰყოფს. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება, როგორც მინსკში ასევე ბელორუსიის სხვა ქაალაქებში. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ