08/08/201 238 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!" - მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე

საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე ეხმაურება. მღვდელმთავარი წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. ეპისკოპოსი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ახლაც სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის. "საქართველოს ომი არ დაუწყია!" - წერს მეუფე მელქისედეკი წერილის ბოლოს.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.
აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.
ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.
ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.
და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.
საქართველოს ომი არ დაუწყია!
რუსეთი ოკუპანტია!"
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მელქისედეკი (ხაჩიძე)
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მოამბე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 9-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • პირველები - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 8-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა news - 27 სექტემბერი. 2022.
      7 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2022. საქართველოში რუსეთის 46 734 მოქალაქე შემოვიდა; 📌ლარსზე შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა; 📌თავდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე საფრთხეებს ვერ ვხედავთ; 📌“რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა, ქართველების ინტერესებს დააზიანებს” - ირაკლი კობახიძე 📌ქართული ბანკების აქტივებმა 68 მილიარდ ლარს მიაღწია;
      27 სექტემბერი
    • სიცრუის დეტექტორი - 27 სექტემბერი, 2022. დაურ ბულავა
      27 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2022. თემურ თათარაშვილი , ფორტე, ჯგუფი ფორტე
      27 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • ღამის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • სპექტრი - 27 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY