03/08/201 090 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ჭიჭინაძე - დოღი იყო „ქართული ოცნების“ კარზე, ვინ მიასწრებდა - გიგა ბოკერია და ვაშაძე მაგაში ბლოკავდნენ ერთმანეთს

დოღი იყო „ქართული ოცნების“ კარზე, ვინ მიასწრებდა. გიგა ბოკერია და ვაშაძე მაგაში ბლოკავდნენ ერთმანეთს. ზოგადად, „ევრონაცებიც“ შეხმატკილებულად არიან ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მისი 4-წლიანი სადეპუტატო საქმიანობის შეფასება იქნება.
„მე ვამბობდი „ქართულმა ოცნებამ“ ორი კანდიდატი დამიყენა, ვაშაძე და კახიშვილი. ეს სააკაშვილისთვის დღეს გახდა ცნობილი? 2016 წელს რეალურად სად იყო ვაშაძე?
ან 2017 წელს როგორ ემიჯნებოდა, როგორ საუბრობდა? უბრალოდ, დოღი იყო „ქართული ოცნების“ კარზე, ვინ მიასწრებდა. გიგა ბოკერია და ვაშაძე მაგაში ბლოკავდნენ ერთმანეთს. ზოგადად, „ევრონაცებიც“ შეხმატკილებულად არიან ხელისუფლებასთან, რაც ყველგან ჩანს. როდესაც მათ ქმედებებს ვაკვირდებით, მაქსიმალურად ყველგან ცდილობენ მოლაპარაკებებში ეს 20 მანდატი, რომელიც პარლამენტში აქვთ, გამოიყენონ. თუნდაც მათ მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიების მუშაობა გავიხსენოთ, ყველა უშედეგოდ დამთავრდა. მეორე - როდესაც პრემიერ-მინისტრი მოდის, ის ლაზღანდარობა, მაამებელი განცხადებებით და სიცილ-კისკისით ატარებენ მოსმენებს, როდესაც გახარიას აძლევენ იმიჯს, რომ თითქოს ძლევამოსილია. პოლიტიკაში ბევრი რამ გვაქვს ნანახი, ერთმანეთის ლანძღვაც და მერე ერთად გვინახავს ყველა. თუნდაც, ნათელაშვილის კარავში თუ ფანჩატურში შეკრება. არადა, ადრე ერთმანეთს ლანძღავდნენ და მერე ერთმანეთთან იჯდნენ.
ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, მთავარია ჩემი ამომრჩეველი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმ 4 წელს როგორ შეაფასებს, რაც მე მათი დეპუტატი ვარ. ეს არჩევნები არის ჩემი 4-წლიანი საქმიანობის შეფასება და მეტი არაფერი.
ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რამდენად წარმატებული პოლიტიკოსი ვარ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მოამბე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 9-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • პირველები - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 8-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა news - 27 სექტემბერი. 2022.
      7 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2022. საქართველოში რუსეთის 46 734 მოქალაქე შემოვიდა; 📌ლარსზე შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა; 📌თავდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე საფრთხეებს ვერ ვხედავთ; 📌“რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა, ქართველების ინტერესებს დააზიანებს” - ირაკლი კობახიძე 📌ქართული ბანკების აქტივებმა 68 მილიარდ ლარს მიაღწია;
      27 სექტემბერი
    • სიცრუის დეტექტორი - 27 სექტემბერი, 2022. დაურ ბულავა
      27 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2022. თემურ თათარაშვილი , ფორტე, ჯგუფი ფორტე
      27 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • ღამის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • სპექტრი - 27 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ