03/08/201 187 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ვანო მერაბიშვილმა გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს, რომ ჩაფიქრდეს - რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა

ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რა განცხადებას გააკეთებს და როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს მერაბიშვილი, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,
ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში. დანაშაულებებთან მიმართებაში რაიმე ბოდიშის თქმის ან სინანულის დემონსტრირებისთვის არც ვანო მერაბიშვილი და არც ბევრი ადამიანი, ვინც მასთან ერთად მართავდა ამ ქვეყანას, მოწოდებული არ არის. ასეთ პირობებში რა განცხადებას გააკეთებს, როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს ბრძოლა კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებთან, ვისაც ის ასახელებს, შეიძლება სამართლებრივად ლეგიტიმურია, მაგრამ არალეგიტიმურია მორალურად. მან გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს, რომ ჩაფიქრდეს - რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ეს სასჯელი ობიექტური, რომელიც მის მიმართ იქნა გამოტანილი.
ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, თვითოეული მათგანი არც ერთი ნიშნით ჩვენ საზოგადოებას იმის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ თუ კი ოდესმე ხელისუფლებაში მოვლენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY