ხაბაროვსკში, კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში გამართულ კრემლის საწინააღმდეგო მორიგ საპროტესტო აქციაზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
როგორც „როიტერსი" იტყობინება, ხაბაროვსკის მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან 9 ივლისს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავების გამო. ფურგალი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც ის უარყოფს. მხარდამჭერების განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
დემონსტრანტები მთავრობის შენობასთან სკანდირებდნენ: „თავისუფლება", „პუტინი გადადგეს!", პლაკატებზე კი ეწერათ: „რუსეთი პუტინის გარეშე".
ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით, 3 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი მედიის ნაწილის ცნობით, ეს რიცხვი 10 000-მდე აღწევდა, თუმცა წინა კვირებთან შედარებით, შემცირებული იყო.