07/02/201 484 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ხელისუფლების შემოთავაზება მოტყუების და დროის გაწელვის მცდელობაა

უამრავი კომპრომისი შევთავაზეთ და ყველა უარყვეს. მათი შემოთავაზება 100/50 არის მოტყუების, დროის გაწელვისა და უცხოელებთან სახის მობანვის ერთ-ერთი მცდელობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დამარცხდება.
„უამრავი კომპრომისი შევთავაზეთ: „გერმანული მოდელი", გერმანულის მოდიფიცირებული მოდელი, ასევე არსებულ სისტემაშიც კი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის იდეა, რომელიც უფრო ახლოს იყო მანდატების სამართლიან გადანაწილებასთან. ყველა ეს შეთავაზება უარყვეს. ახლაც იტყუებიან. 100/50 არის მოტყუების, დროის გაწელვისა და უცხოელებთან სახის მობანვის ერთ-ერთი მცდელობა. ჩვენს პარტნიორებს კონგრესშიც ატყუებენ, რომ რაღაც სერიოზულ მოლაპარაკებაზე მოდიან. მათი სურვილია, რომ არჩევნებამდე არსებული სისტემით როგორმე მივიდნენ. არაფერი გამოუვათ, ნებისმიერ სისტემაში „ქართული ოცნება" უკვე დამარცხებულია. მათი მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა, არავითარი ოთხი რაუნდი არ ყოფილა, ეს იყო დროის მოგების მცდელობა, მაგრამ დრო ოპოზიციის, ანუ, ხალხის სასარგებლოს მუშაობს.
კვლავ არის დროის მოგების და პრობლემების გადაგორების მცდელობა. უნდათ, რომ მოლაპარაკებების რაუნდები იმ იმედით გადადონ, რომ იმ საყოველთაო გულისწყრომას ჩააწყნარებენ, რომელიც „ქართულ ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრთა განცხადებებს, რომ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, გოცირიძის თქმით, ყველა გამოკითხვა მმართველი გუნდის 20%-იან რეიტინგს აჩვენებს.
„რომელ საკონსტიტუციო უმრავლესობაზეა საუბარი, როცა ყველა გამოკითხვა „ქართული ოცნების" 20%-იან რეიტინგს აჩვენებს. ოპოზიციის ჯამური ხმები ორჯერ აღემატება „ქართული ოცნებისა" და მისი სატელიტების ჯამურ ხმას. ძალიან შეშინებული არიან, არ იციან, რა იმოქმედონ,"- აღნიშნა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY