07/02/201 231 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ

თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან კომპრომისული შეთავაზება იყო 100/50 -ზე მოდელი და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მდინარაძის თქმით, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს აზრი ექნება მაშინ, როცა ოპოზიციის მხრიდან რეალურ ვერსიას მოისმენენ.
„გუშინ ვნახეთ საზოგადოების მოტყუების მორიგი უშედეგო მცდელობა, როდესაც ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა ეუთო/ოდირის დასკვნის გასაღება სხვანაირად სცადეს. კარგია, რომ ეს მესიჯი მათ ვერ გაიტანეს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ის კონსტიტუციურობას არ აფასებს. გარდა ამისა, თქვა იგივე, რასაც ამბობენ ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა შედგეს კონსენსუსი. ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგია, რომ შევთავაზეთ 100/50-ზე, ნაცვლად 77/73- ისა. ოპოზიციას კი გარდა პროპორციული სისტემისა, სხვა მოდელი არ შემოუთავაზებია და ჩვენს შეთავაზებაზეც „არას" გარდა არაფერი უთქვამს. კონსენსუსის არსი ის არ არის, რომ ერთი მხარე დათმობაზე მიდის და მეორე მხარე - არაფერზე. ამიტომ ჩვენ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება კომპრომისული, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის იქნება, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ.
მათ სიტყვა „კომპრომისის" არსიც კი არ ესმით. გუშინ ხომ გამოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ ვისთვის უნდა მიემართათ კონსტიტუციურობის ტესტის გასავლელად. ახლა გვიწევს განვუმარტოთ სიტყვა „კომპრომისის" არსი. მეხუთე რაუნდი აზრს შეიძენს მაშინ, როდესაც მათ რეალურ, რაციონალურ ვერსიას მოვისმენთ კომპრომისთან დაკავშირებით,"- განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 3-ზე- 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 3-ზე-  27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • პირველები 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • კურიერი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • მოამბე 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 2-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • მთავარი გოგოები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სამზარეულოს ომები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • კომენტარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • რეაქცია - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სპექტრი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • დღის ამბები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY