06/02/201 159 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კონგრესმენი ბილ კიტინგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, კონგრესმენ ბილ კიტინგს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
„ნამდვილად დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე სტუმრებისა და ზოგადად, შეხვედრის მიმართ. ჩვენს შორის შედგა საინტერესო საუბარი. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს შორის არსებულ პარტნიორობას ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, რომლის წევრი უამრავი ჩვენგანი და მათ შორის მეც გახლავართ, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მჯერა, რომ მრავალი თვალსაზრისით, საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა. ამაზე მეტყველებს ის რეფორმები, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- განაცხადა ბილ კიტინგმა შეხვედრის შემდეგ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA