13/07/20841 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენელის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„12-13 ივლისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაავრცელეს ინფორმაცია მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოყვა.
ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით.
ამ კონტექსტში, ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს მათი მექანიზმები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ დამკვიდრებული ფორმატი, ისევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი. ცეცხლის შეწყვეტის ეს სერიოზული დარღვევა ხაზს უსვამს ადგილზე ეუთო-ს მონიტორინგის გაგრძელების სასწრაფო აუცილებლობას, მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება იქნება.
ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, ენერგია და რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნან, ხელახლა ჩაერთონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით გამართულ არსებით მოლაპარაკებებში და მოამზადონ თავიანთი მოსახლეობა მშვიდობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA