13/07/20733 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

პაატა იმნაძე - რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსის ერთეულმა შემთხვევებმა ასეულს მიაღწიოს

პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაავადება საშიშია და ადამიანები არ დაიცავენ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. „აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 001 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA