17/06/201 232 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

საქართველოდან გერმანიაში ჩასული მგზავრები კარანტინს არ გაივლიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან გერმანიაში ჩასული ვიზიტორები კარანტინს არ გაივლიან. უწყების ცნობით 2020 წლის 15 ივნისს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ აამოქმედა ახალი კარანტინის ჩარჩო-დადგენილება, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინის გავლას. ამ სიაში კი საქართველო არ მოხვდა.
“აღსანიშნავია, პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის ამ სიაში და, შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია დავით ზალკალიანს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე გააცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის. მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 6-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      6 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 5-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      5 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი  9-ზე - 26 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 26 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 26 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      26 სექტემბერი
    • ფარული კონვერტი  - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პატარები სდიდი შოუ - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 26 სექტემბერი,2022. მობილიზაციას გამოქცეული რუსები — რა ხდება ამ წუთებში რუსეთ საქართველოს საზღვარზე?
      26 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA