16/06/202 617 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

რამზან კადიროვი: გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს

გიორგი გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა. ის უარყოფს იმას, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა და აღნიშნავს, რომ მისგან მიღებულ დავალებებს ყოველთვის ასრულებენ.
„ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთით საქართველოში ჟურნალისტზე თავდასხმა მზადდებოდა. სინამდვილეში საერთოდ არ მაინტერესებს იგავები ბედზე განაწყენებულ ადამიანებზე. ისინი მოუხერხებლად ცდილობენ საინფორმაციო სივრცეში თავის წარმოჩენას, მაგრამ მათ უფრო მეტად ითრევს მორევი. დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს“, - ამბობს კადიროვი.
მან გიორგი გაბუნიას განდიდების მანიით შეპყრობილი უწოდა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ჟურნალისტი ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება.
„ეს თქვენი ვაიჟურნალისტიც, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს, ისედაც ძლივს არის ცოცხალი და განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას რედაქციიდან პანჩურით აგდებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მიაყენა მან სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც შეურაცხყოფა. გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, - აცხადებს კადიროვი.
ის უკრაინულ მხარესაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ ასეთი სერიოზული ბრალდების წაყენების შემთხვევაში, როგორიც შეკვეთილი მკვლელობაა, მან მტკიცებულებებიც უნდა წარადგინონ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY