27/05/241 219 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი მსხილაძე - კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი - ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, ახლა, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს!

კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი - ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, აწი, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს! - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იურიდიული კომიტეტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებისთვის მხარის არ დაჭერას.
როგორ მსხილაძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს.
„დღეს იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობდა პრეზიდენტის ვეტოს მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი შედგებოდა 10 მუხლისგან, მე-11 დაამატა პრეზიდენტმა, რომ აღნიშნული კანონი 1-ელიდან მე-11 მუხლის ჩათვლით უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. ამას ამბობს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ამას ამბობს როგორც ვენეციის კომისია, ისე ეუთო-ოდირი და ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ [კანონი] ქვეყნისთვის შემაფერხებელია ევროინტეგრაციის გზაზე. ამ არგუმენტების მოსმენა არ სურდათ, არ იყო საკმარისი იურიდიული კომიტეტისთვის, უნდოდათ ჩვენი მუხლობრივ, შინაარსობრივ ნაწილში შესვლა, კანონზე რომ გვესაუბრა. კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი. სწორედ ამიტომ დაამატა პრეზიდენტმა მე-11 მუხლი, რომ აღნიშნულმა კანონმა იმუშაოს მხოლოდ 1 დღე. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე მიღების წესია ჩვენთვის მიუღებელი.
კიდევ გავიმეორებ, ეუთო/- ოდირის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს! ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, აწი, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს!
ყველაზე სამწუხაროა ის, რომ აღნიშნული კანონის მიღებით და აღნიშნული პროცესით ზიანდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე, ეს ძალიან დიდი საფრთხის წინ აყენებს ჩვენს ქვეყანას. აქ არის ქვეყანაზე საუბარი, თორემ პიროვნებები ვის აინტერესებს, ვის რა სანქციას დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ. აქ არის ერთადერთი, რომ ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მსხილაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA