17/04/24465 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განახლდა - სხდომაზე ხმაურია

პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა განაახლა. ხმაურია ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე სადაც სიტყვით "ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი გამოდის. პარალელურად ისმის შეძახილები.
დღეს "ოცნება" აპირებს პირველი მოსმენით კენჭი უყაროს აღნიშნულ კანონპროექტს, რომლის გასაპროტესტებლადაც მესამე დღეა პარლამენტთან აქცია იმართება. ღამით რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს - "ტაბულას", "აპრილისა" და "პუბლიკას" რეპორტიორებს.
ონლაინმედიას პარლამენტში დღესაც არ უშვებენ. ნაცვლიშვილმა თქვა, რომ "ერთადერთი რისი იმედიც აქვს გავრილოვის უმრავლესობას, არის მოქალაქეების იმ ნაწილის დუმილი, რომლის ხმაც ჯერ კიდევ არ ისმის, მაგრამ რომელიც ძალიან ძლიერად გაჟღერდება დღეს".
"წარმოუდგენელია სწორედ ის რაც ახლა ხდება. ხმის ჩახშობა ვითომ ტექნიკური მიზეზებით, აი ვითომ კანონიერი მიზეზებით ჩაახშობენ დამოუკიდებელი მოქალაქეების აზრს, თუ გავიდა ეს კანონი, ამიტომ გინდათ ამ კანონის მიღება, ამიტომ გეჩქარებათ ამ კანონის მიღება, რომ ზუსტად ასე გამორთოთ მიკროფონები, ზუსტად ასე დატოვოთ საქართველოს მოქალაქეები პირისპირ რუსეთთან, პირისპირ კაციჭამია პუტინთან და დაუკარგოთ ყველა მეგობარი და ყველა პარტნიორი", - ამბობს ნაცვლიშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY