06/03/24717 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი EPP-ის კონგრესს - ეს წელი მრავალი თვალსაზრისით ევროპის დიდი ნაწილის ბედისთვის გადამწყვეტი იქნება - ყოყმანისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის, დროა ლიდერობის, ერთიანობის, გამბედაობისა და მონდომების

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ EPP-ის კონგრესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააჟღერა.
როგორც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას პირად მტრად მიიჩნევს, მისთვის ევროპული სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიხეილ სააკაშვილმა თავის წერილში "ევროპის სახალხო პარტიას" მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ღირებულებებს, რომლებიც ევროპას განსაკუთრებულს ხდის, ასე იცავენ.
“ძვირფასო პრეზიდენტო ვებერ,
კონგრესის პატივცემულო სტუმრებო,
კიდევ ერთხელ მოგმართავთ ქართული ციხიდან, რათა მადლობა გადავუხადო ევროპის სახალხო პარტიას (EPP), ნამდვილ პოლიტიკურ ოჯახს, რომ მტკიცედ იცავს იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროპას ასე განსაკუთრებულს ხდის და რაც ჩვენ ყველას ევროპელებად გვაქცევს, იმისთვის, რასაც ჩემი ქვეყანა საქართველო ცდილობს დაუბრუნდეს, თავის ევროპულ ფესვებს.
ეს წელი მრავალი თვალსაზრისით ევროპის დიდი ნაწილის ბედისთვის გადამწყვეტი იქნება - მივუბრუნდებით ავტორიტარიზმს და ვიხილავთ კიდევ ერთ რკინის ფარდას ევროპაში, თუ გაიმარჯვებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა პრეზიდენტი ზელენსკის, თანამედროვე ჩერჩილის, ხელმძღვანელობით ამ ომში გაიმარჯვებს. ყოყმანისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის. დროა ლიდერობის, ერთიანობის, გამბედაობისა და მონდომების.
ძვირფასო EPP-ის ოჯახო, პუტინი თავის პირად მტრად მიმიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, ჩემი როლის გამო საქართველოსა და, დიდწილად, უკრაინის ევროპული მიმართულების გაღვივებაში. პუტინს ჩემი სიკვდილი უნდა, ისევე როგორც ალექსეი ნავალნისი, რომელსაც მან რამდენჯერმე შემადარა. ასეთ ვითარებაში თქვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მილიონობით თანამოაზრისთვის საქართველოსა და უკრაინაში.
მაფიოზური სტილის ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს მართავს, როგორც საკუთარ პირად სამეფოს, მაგრამ ის დამარცხდება, როგორც მოლდოვაში გმირმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაამარცხა ოლიგარქი პლახოტნიუკი.
მივესალმები პრეზიდენტ ვებერის ლიდერობას, რომელიც ძლიერად და ღირსეულად უძღვება ჩვენს პოლიტიკურ ოჯახს ასეთ რთულ დროს.
ჩემი ბოლო მიმართვა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააჟღერა, თავისუფლების რწმენით დასრულდა. ჩემი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ძვირფასო დელეგატებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გულითად მადლობას გიხდით, რომ მეგობრები არ მიატოვეთ. გისურვებთ წარმატებულ კონგრესსა და ივნისში არჩევნებში გამარჯვებას.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი,
უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე,
ამაყი ქართველი და ამაყი უკრაინელი”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY