29/02/24657 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ შავით თეთრზე წერია. ასევე, მოხსენიებულია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს, რათა ხალხმა გადაწყვიტოს თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს.
„ივანიშვილის მთავარი საზრუნავი, 12 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა უნდა ყოფილიყო. მას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეს ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გაქცევა არ უწევდეს. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი თავს უქმნის ეკონომიკურ დოვლათს. მან გადაწყვიტა, რომ მთელი მისი მოღვაწეობა პოლიტიკური დევნისთვის დაეთმო. პირდაპირ ვთქვათ, ქვეყნის მთავარი ინვესტორი, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, გამოკეტილია ციხეში.
ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე.
შესაბამისად, ჩვენ, ამ შემთხვევაში, მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს - ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, რომ ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები. მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს. მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა მისი ხალხის კეთილდღეობისთვის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY