"გამოდი, ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს" - კაროლინაში, რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპმა გაიმარჯვა
BBC-ის ცნობით, სამხრეთ კაროლინაში, "რესპუბლიკელების" პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მან კონკურენტ ნიკი ჰეილზე 20%-ით მეტი ხმა მიიღო. გამარჯვების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პარტიის ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს.
"ჩვენ ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში შევხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას, და ჩვენ ვეტყვით - გამოდი, ჯო, შენ გაგათავისუფლეს," - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.