22/02/24767 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა მელია - "საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ…ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა"

"საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ…ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა", - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.
"მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება.
მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის გათავისუფლებას, გადაჭარბების გარეშე, იმ მოძალადეებისგან და კორუმპირებულებისგან, არის დასაწყები", - ამბობს ნიკა მელია. 
მისივე თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი ამჟამად "ძალიან ბევრ, მისთვის პატივსაცემ ადამიანთან" საუბრობს. ამბობს, რომ ნიკა გვარამიას გარდა, საუბრები მიმდინარეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთანაც. რაც შეეხება "დროას", მელია ამბობს, რომ მათთან ამ საკითხზე საერთოდ არ უსაუბრიათ. "ლელოსთან" დაკავშირებითაც, მელია ამბობს, რომ საუბრები მიმდინარეობს, თუმცა არა პოლიტიკურ ერთობაზე.  
"მე მასთან [ნიკა გვარამიასთან] წლებია მაკავშირებს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პლატფორმაზე იყო და ახლა შემოდის როგორც სუბიექტი პოლიტიკურ ველზე, ახლა სულ სხვა დატვირთვა ექნება და მჯერა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან [როლს ითამაშებს]. ასე მჯერა. ჩვენი ურთიერთობა ძირითდად ყოველთვის იყო ძალიან პოზიტიური და მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება... მე პირადად მასთან თანამშრომლობის, მათ შორის გაერთიანების ფარგლებში, პრობლემა არ მაქვს და არც მას. ბევრი საერთო რამ გვაქვს და ვცდილობ, რომ ეგოისტურად არ შევხედო... მე მინდა დავრწმუნდე, რომ ეს ერთობა იქნება მყარო", - თქვა ნიკა მელიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ