13/02/24707 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათრევა საკუთარ ბანაკში, ის მაინც არ აკლებს მცდელობებს, რომ ამ ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. პრორუს ოლიგარქსა და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ...ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა:
"ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო მათთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მან ასევე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა." - ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. საქართველოდან მას  საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება. ახალი პრემიერი კი მიუნხენში არ ჩადის.
კონფერენციაზე მიწვევა მიიღო და დასასწრებად გაემგზავრა პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.