09/02/241 079 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამიას ახალი გუნდი - პირველი საჯარო გამოჩენა

ახალი პოლიტიკური გუნდის პირველი საჯარო გამოჩენა. ფოტომ, რომელზეც ახალი პოლიტიკური პლატფორმის, ახალის წევრების სამუშაო პროცესია ასახული ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ სამთავრობო მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პროპაგანდისტულმა არხებმა დღეს დილიდან დაიწყეს ნიკა გვარამიას და მისი მეგობრების შავი პიარი. ქართული ოცნების ლიდერების მთავარი კომენტარები სატელევიზიო ეთერებში სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა. არადა ეს ახალის წევრების მხოლოდ ფოტოა - თუმცა ფოტო, რომელზეც დიქტატორული რეჟიმების ცვლილებების გამოცდილებას განიხილავენ პოლონეთის, ჩილეს და სხვა ქვეყნების მაგალითზე.  
"ახალი არის ჩვენი გუნდი. ასე ჰქვია- როგორი? ახალი; ტელევიზია როგორი? - მთავარი. ბრენდირება არ მეშლება, მაგრამ არც სხვა რაღაცები. 
პარტია არ ვართ, ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. თუ გაერთიანებაზე იქნება  ლაპარაკი სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ არ იქნება გაერთიანებაზე ლაპარაკი პირველ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, შემდეგ ვნახავთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გუნდი იქნება იქ, სადაც მე ვიქნები. 
ჩვენ ვმუშაობთ ახლა  შინაარსებზე. ჩვენ ვმუშაობთ ახლა კამპანიის დაგეგმვაზე. ერთი რაც ვიცით, ეს იქნება სწრაფი და შედარებით ხანმოკლე კამპანია და ეს იქნება აუცილებლად პოზიტიური კამპანია. გინების, კივილ-წივილის, ისტერიკის გარეშე და სრულად მომავალზე ორიენტირებული, რადგან მგონია, რომ ცვლილების რეცეპტი არის სიახლეში, კომპეტენციაში და ერთიანობაში. ასე მგონია, ასე ვაკეთებთ, ასე ვგეგმავთ და ასე ვიზამთ. 
ეს დაახლოებით ნახევარზე ნაკლებია იმათი, ვინც ვართ და ცხადია, რომ ახალი სახეები ისედაც არიან და ისეთი ვისაც ყველა იცნობს. ისინი ახლა აქ არ არიან, მაგრამ ბევრი ადამიანია, ასევე ვისაც ბევრი იცნობს, მაგრამ პოლიტიკური ელიტიდან არ არიან და არ ყოფილან ისტებლიშმენტის ნაწილი. 
რომ არ დაგიმალოთ, ჩვენი ამოცანაა, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ცვლილება დაიწყოს და ასეთი ხალხით შეივსოს. როგორც გითხარით ახალი, კომპეტენტური, გამბედავი ადამიანებით. ამის ნაკლებობაა ქართულ პოლიტიკაში და მინდა, რომ ჩემი ყველა შესაძლებლობა და დაგროვილი კაპიტალი , იქნება ეს სოციალური თუ იქნება პოლიტიკური, ამ ადამიანებმა მოიხმარონ იმისთვის, რომ მოხვდნენ პოლიტიკაში და მართონ ქვეყანა და წინ წაიყვანონ" - აცხადებს  ნიკა გვარამია 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA