09/01/24412 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ბოკუჩავა - არ გამოვრიცხავ მინისტრთა კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ

წესდებაში ცვლილება შესაძლოა, იყოს ივანიშვილის მცდელობა, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოახდინოს - არ გამოვრიცხავ კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.
ბოკუჩავას თქმით, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ამგვარად ფორმალიზება ვერ მოხდება და ეს ღიმილისმომგვრელია.
“სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელია ამ საკითხის ამგვარად ფორმალიზება, რადგან რახანია საზოგადოებამ კარგად იცის ქვეყნის გარეთ და შიგნით, რომ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათ შორის, პრემიერის დანიშვნისა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც ეს კონკრეტულად ღარიბაშვილის მაგალითზე გვაქვს ნანახი, ერთპიროვნულად იღებს ბიძინა ივანიშვილი. შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ, რომ არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზების მცდელობა უკავშირდებოდეს ივანიშვილის სურვილს, რომ აღარ იყოს აღქმული როგორც ქვეყნის მთავარი ოლიგარქი და მისი ოლიგარქიული მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოხდეს, თუმცა, ბუნებრივია, ამას ვერ მოახდენს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ერთპიროვნულ მმართველობას, ხოლო ივანიშვილის პირობებში, ეს ქვეყანა ყოველთვის მართული იქნება ერთი პირის ნება-სურვილით, იქნება ეს პრემიერის დანიშვნა, გადაყენება, გათავისუფლება, მნიშვნელოვანი სასამართლო თუ საპარლამენტო გადაწყვეტილებები, საგამოძიებო მიმდინარეობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყველა ამ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და ეს კარგად იცის ყველამ ქვეყნის შიგნით და გარეთ. არ გამოვრიცხავ და შესაძლებელია მორიგი გადათამაშება და კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის, რომ მისი რუსული, ოლიგარქიული, არაევროპული სტილის მმართველობა დასრულდეს არჩევნების შედეგად და ჩვენ გვყავდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან და შეძლებს ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA