20/12/23593 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის "მთავრობას" დაავალა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მთავრობას დაავალა, რომ "ყველა საჭირო პირობა მოამზადონ", რათა რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა 2024 წლის მარტში რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბჟანიას "პრესსამსახური" ავრცელებს.
"ჩვენ სრულად უნდა მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, რათა აფხაზეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას თქმით, "აფხაზი ხალხი დიდი პატივისცემითა და სიმპათიით არის განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ". 
რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული გამოცემის, Tass-ის მტკიცებით, აფხაზეთში 130,000-ზე მეტ ადამიანს აქვს რუსეთის მოქალაქეობა. მანამდე მათ მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში და რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში.
როგორც ბჟანიას წარმომადგენელმა გამოცემასთან განმარტა, საარჩევნო უბანი "აფხაზეთის ყველა რეგიონში, მათ შორის სოხუმშიც გაიხსნება". 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY