21/11/232 191 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

პრეზიდენტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით უკმაყოფილოა

საქართველოს პრეზიდენტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით უკმაყოფილოა. სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მისულ სტუმრებთან განმარტა, რატომ არ დაადო ვეტო კანონს იმის მიუხედავად, რომ არ მოსწონს. 
სალომე ზურაბიშვილმა ის საკითხები ჩამოთვალა, რის გამარტივებასაც დიასპორის წარმომადგენლები ითხოვენ, თუმცა ეს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში არ ასახულა. 
პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია, როგორც ემიგრაციაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისგანაც. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს გაიაზროს ის, თუ რა მნიშვნელობა ექნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის "ავტომატურად" დაბრუნებას. 
სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა პარლამენტში მყოფ პარტიებს, რომ ეს ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში დააინიცირონ.
ის მთავარი მოთხოვნები ჩვენი თანამემამულეების მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებულები, ეს იქნება ისტორიაში თუ სამართალში და ბევრი სხვისთვის, მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არა, რომ ეს გამარტივდეს და თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ძალიან სწრაფად, მარტივად, რომ საფასურიც იყოს არა გამარტივებული, არამედ განულებული, იმიტომ, რომ ჩვენ ვუბრუნებთ ამ ადამიანებს მოქალაქეობას - ეს ყველაფერი არ იქნა მიღებული მხედველობაში და მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა სერიოზული, ეს არის რომ ტესტირება შეიძლება რამდენჯერაც გინდათ ჩააბაროთ და ყოველ ჯერზე გადაიხადოთ საფასური - ეს არის და ეს, მთავარი ცვლილება. 
ასევე, მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს - ის გეოპოლიტიკური გარემოება, რისგან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც ცხოვრებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში ან საზღვრებს გარეთ, იმათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია ან ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. 
ეს იყო მეორე მოთხოვნა, რომელიც მგონი, რომ სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. ამ ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, იმიტომ, რომ ეს არ არის სავეტოო ცვლილებები, მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ნამდვილი, არსებითი ცვლილებები იყოს ბოლომდე მიყვანილი და მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, რომ ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, მინდა, რომ მოვუწოდო, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველას ეხება. ჩვენ თუ გვინდა დიასპორებს მივმართოთ და გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ნაწილი და გვინდა, რომ იმათ მიიღონ სრული მონაწილეობა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული - ჩვენ უნდა გადავდგათ ის პირველი ნაბიჯი, რომ დიახ, თქვენ გცნობთ და გვინდა, რომ გახდეთ საქართველოს მოქალაქეები, დაიბრუნოთ საქართველოს მოქალაქეობა და ეს არის ჩვენი ერთობლივი მომავალი,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA