17/11/23217 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მე მტკიცე უარს ვამბობ არჩევანზე სამშობლოსა და თავისუფლებას შორის, ვირჩევ ორივეს ერთად ! - ნიკა გვარამიას სიტყვა CPJ-ის დაჯილდოებაზე

"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ნიუ-იორკში პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. CPJ-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მტკიცე უარს ვამბობს არჩევანზე სამშობლოსა და თავისუფლებას შორის, ირჩევს ორივეს ერთად და აპირებს ბრძოლა გააგრძელოს.
იხილეთ სიტყვა:
"საღამო მშვიდობისა. როგორც ჟურნალისტი, რომელმაც 400 დღე გაატარა ციხეში ჩემი საქმიანობისთვის საქართველოში, სოლიდარობას ვუცხადებ ივანს და მის ოჯახს. ვიმედოვნებ, რომ ის განთავისუფლდება რუსეთის მჩაგვრელი რეჟიმის კლანჭებიდან და მალე ვიხილავთ მას თავისუფლებაზე. დიდი პატივია მოგმართოთ ამაღამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს. განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს ამ ჯილდოსთვის და ჩემთვის, ჩემი საქმისა და ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის! ჩემი განსაკუთრებული მადლობა და სიყვარული ეკუთვნის ჩემს მეუღლეს, სოფიას და ჩემს შვილებს და ჩემს ტელეკომპანია მთავარს!
დავიბადე ყოფილ საბჭოთა კავშირში, 1976 წელს. ჩემი მშობლები მიეკუთვნებოდენ ე.წ. ინტელიგენციას და ბევრს კითხულობდნენ. ერთ წიგნს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მას იოანეს სახარება ერქვა და ამ სიტყვებით იწყებოდა: "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი". ერთხელ, 80-იანი წლების დასაწყისში, მამაჩემმა დამინახა როგორ ვტიროდი იმის გამო, რომ საბჭოთა კალათბურთის ნაკრები ამერიკის ნაკრებთან დამარცხდა. მამამ მითხრა, რომ ბედნიერი უნდა ვიყო, რადგან საბჭოთა კავშირი ყოველთვის უნდა დამარცხდეს. მოგვიანებით გავიგე, რომ მამაჩემი, ჟურნალისტი და მწერალი, 1969 წელს 2 წლით დააპატიმრეს ანტისაბჭოთა განცხადებებისთვის, და ასევე არალეგალური მიწისქვეშა გაზეთების გამოშვებისთვის. გავიგე, რომ სიმართლეს ამბობდა ამერიკის ხმა და არა ჩემი ტელევიზორი და რომ იმ მუსიკას, რომელსაც იქ უკრავდნენ ჯაზი ერქვა და ბიჭები, რომლებიც იქ მღეროდნენ, იყვნენ The Beatles!
საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მე მეგონა, რომ ეს იყო "თავისუფლება". მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ახლა იწყებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ სწორედ მე გავხდი დისიდენტი, ჩემი სიტყვების გამო ციხეში ჩამსვეს. მე სასჯელს ვიხდიდი 212-ე საკანში, სადაც ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემი შვილები არასოდეს მოხვდნენ ციხეში საკუთარი აზრებისა და სიტყვების გამოხატვისთვის, რადგან სიტყვა ღმერთია, სიტყვა არის თავისუფლება, ამიტომ. თავისუფლება ღმერთია, ღმერთი კი თავისუფლებაა. კაფკას სიტყვების სულისკვეთების თანახმად, "ვიღაცა უნდა თვალყურს მიადევნებდეს, ვიღაც უნდა იყოს აქ!" მე მტკიცე უარს ვამბობ არჩევანზე სამშობლოსა და თავისუფლებას შორის, ვირჩევ ორივეს – თავისუფლებას და სამშობლოს, ორივეს ერთად! ახლა კი ვაპირებ შევასრულო ჩემი დაპირება და გავაგრძელო ბრძოლა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდევაც! ასე რომ, თვალყურს მივადევნებ, აქ ვიქნები! ჩემს ტკბილ საქართველოში, რომელიც ყოველთვის ჩემს გულშია, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! გაუმარჯოს საქართველოს! სლავა უკრაინა! მშვიდობა ისრაელს და ამ რეგიონის ყველა მშვიდობიან და თავისუფალ ხალხს! დიდი მადლობა".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY