13/11/23438 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს - ქართული ციხე, სამწუხაროდ, შიგნიდან ტყდება ხოლმე

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს - ქართული ციხე, სამწუხაროდ, შიგნიდან ტყდება ხოლმე,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას საქართველოსთვის ვინ უფრო დიდი მტერია, რუსეთი თუ საქართველოს ოპოზიცია.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში კიდევ არიან იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც გათქვეს, რომ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა, პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ ამ ადამიანების გამო ვერ მიიღო საქართველომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი.
„შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს და ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ, საქართველოში როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა სეგმენტებში ხალხი, რომლებიც არიან სულიერი შთამომავლები მათი, ვინც თავის დროზე ერეკლეს ზარბაზნების საკითხებზე ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო. ასეთი ჯგუფები საქართველოში დღესაც არიან, ამას ვხედავთ ჩვენ. ეს პერიპეტია მთელი წელიწადნახევარი რაზე იყო და რატომ იყო საქართველო ასეთ მდგომარეობაში?! იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს შარშან ივნისში, რომ შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იმით, რომ შექმნეს ყალბი აღქმები ქვეყანასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ დღესაც ცხვირ-პირი ჩამოსტირით, რადგან ხედავენ, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვენიჭოს. ქართული ციხე, სამწუხაროდ, შიგნიდან ტყდება ხოლმე და როგორც ჩანს, ეს ჯგუფები არიან მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან ძალიან ბეჯითად გამოაცალონ სხვადასხვა საყრდენი იმისთვის, რომ ჩამოანგრიონ ციხის კედლები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამას ცდილობენ ბოლო 11 წელია და თავის მიზანს ვერ აღწევენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ ცდილობს ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ისრების ოპოზიციაზე გადატანას, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი მტრად აღიაროს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ქართული ოპოზიცია სხვადასხვა პოლუსია.
„რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ოკუპაციის საფუძველი სხვა რამე კი არ არის, ეს არის ის, რომ თავისი გავლენები ჰქონდეს რეგიონზე და სწორედ ამიტომ არის ჩვენი მცდელობა, რომ მოვიპოვოთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, რომ მოვიპოვოთ ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა. ეს არის მთელი არსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა ბოლო 11 წლის განმავლობაში, რომ საქართველო მყარად დააკავშიროს ევროკავშირს, იმ სივრცეს, რომელიც არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე.
ეს არ არის ისრების გადატანა, ეს არის ორი პოლუსის მქონე საკითხი, ერთ მახრეს არის რუსეთი, მეორე მხარეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია და შუაში არის ქართველი ხალხი, საქართველო. სამწუხაროდ, როგორც რუსეთის, ისე რადიკალური ოპოზიციის და სხვა ჯგუფების მხრიდან ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო არის თავდასხმის ობიექტი, სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა შინაარსით, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მიზანი არის ის, რომ მათ სურთ ქართული სახელმწიფოს დაზიანება და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY