10/11/23508 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს - რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?!

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე კოლეგებს სთავაზობს, რომ პარლამენტის წევრებს, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, პერსონალური ავტომობილები აღარ მოემსახუროს.
პარლამენტის წევრების ავტომობილებით უზრუნველყოფის საკითხზე გოცირიძემ ყურადღება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაამახვილა, სადაც დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდის თაობაზე შალვა პაპუაშვილის პროექტი განიხილეს.
როგორც გოცირიძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყოველ მეორე დეპუტატს - უმრავლესობის 45 წევრს პერსონალური მანქანა ემსახურება. გოცირიძის თქმით, „არ შეიძლება ყოველი მეორე დეპუტატი ირიბად სხვანაირი ხელფასით იყოს უზრუნველყოფილი“.
„სამწუხაროდ, ეს პარლამენტი არის არა პოლიტიკური პარლამენტი, არამედ, კომერციული პარლამენტი, სადაც 28 ოფიციალური მილიონერია, სადაც დეპუტატები მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ იმ გადაწყვეტილებას დააჭირონ ხელი, რომელ გადაწყვეტილებაზეც უბრძანებენ. პროფესიონალი პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს და მისთვის პარლამენტში მუშაობა ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს. რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?! - ფულს იქეთ გადაგიხდიან. სამწუხაროდ, ბიზნესმენები პარლამენტში იმიტომ მოდიან, რომ ტენდერები მოიგონ და ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყვნენ, ხოლო ოპოზიციას პარლამენტში იმიტომ უნდა, რომ თავი რეპრესიებისგან დაიცვას. პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური და არა კომერციული ორგანო. დეპუტატს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქმის კეთებისათვის და არა საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის, ყოველდღიური მუშაობისათვის და არა სტატისტად ყოფნისათვის, როცა მათი მთავარი როლი მხოლოდ კენჭისყრის ღილაკზე ხელის დაჭერაა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA