10/11/23322 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი, ხელისუფლება და ეკლესია არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს დგას მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ებრძვის ქართულ ეკლესიას

ახლაც ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ებრძვის ქართულ ეკლესიას - ეს არის რეალური სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი გამიჯვნის მცდელობა, ეს არის მხოლოდ რუსული ნარატივი, სწორედ ამას აკეთებს რუსეთი, მათ შორის საქართველოს მიმართ, როდესაც ის ცდილობს ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნოს.
„უპირველეს ყოვლისა, ყველა საეტაპო მოვლენების დროს მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია დგანან ერთად, ეს არის მათ შორის ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული. ახლაც ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ებრძვის ქართულ ეკლესიას. ეს არის რეალური სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთ.
მინდა, უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადავუხადო კათოლიკოს პატრიარქს და საქართველოს ეკლესიას, იმ მყარი მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპული გზისა, რომელიც ქართველ ხალხს მოტანილი აქვს საუკუნეების და ათწლეულების განმავლობაში. სწორედ, საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობით და მისი გაძლიერებით, საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან და მათ შორის, დღესდღეობითაც ჩვენ, როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, ევროპა უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა, ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებების გაგება და ა.შ.
რაც შეეხება ზოგადად ამ აბსურდულ მცდელობას ხალხი, ხელისუფლება, ეს აჩვენებს კიდევ ერთს, თუ რამდენად არ ესმით ადამიანებს ამ ჯგუფიდან, ვგულისხმობ, მარგინალურ ოპოზიციას, დემოკრატიის არსი. დემოკრატიის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ და რომელიც იღვწის ხალხისთვის და ხალხის სახელით. ეს არის მთავარი პრინციპი დემოკრატიის, ნებისმიერი გამიჯვნა და გამიჯვნის მცდელობა, ეს არის მხოლოდ რუსული ნარატივი, სწორედ, ამას აკეთებს რუსეთი, მათ შორის საქართველოს მიმართ, როდესაც ის ცდილობს ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნოს. ამას აკეთებს ის სხვათა შორის უკრაინაში და ყველგან, როდესაც ის ცდილობს შეიტანოს ეს ნარატივი. ამიტომ ყველა, ვინც ცდილობს, რომ გამიჯნოს ხალხი მის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისგან, სინამდვილეში ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის ერთი მთლიანი, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არის არჩეული ხალხის მიერ და რომელიც ხალხისთვის იბრძვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, „ოპოზიცია პატრიარქის წინააღმდეგ“ - შეიძლება თუ არა, რომ ასე დასათაურდეს შექმნილი სურათი, რაზეც პაპუაშვილი ამბობს, რომ „თავისთავად“.
„ფაქტია, რომ ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ამ დიდ გამარჯვებას ჩვენი ხალხისა და ჩვენი ისტორიული მისწრაფებისა, მეორე მხარეს არის დაღვრემილი, გაბოროტებული, ღვარძლით ავსებული ოპოზიცია, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ეკლესიას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ბევრჯერ მითქვამს, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის სტრუქტურებში და ადამიანებში, პრობლემა არის მათ უპრინციპობაში და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, დღეს სწორედ ის, რომ მათ შორის მის და მის გუნდის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ძალები ებრძვიან ქართველ ხალხს, ხელისუფლებას და ეკლესიას და ვხედავთ, რომ ცალ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, ქართული ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ამ მიღწევას ჩვენი ქვეყნისა, მეორე მხარეს ვხედავთ სწორედ ამ ჯგუფს „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცობით, რომელიც ებრძვის საბოლოო ჯამში, აი, ამ გამარჯვებას და მიღწევას, ამის შემდეგ უკვე როგორი სტრუქტურა იქნება და რა საბჭო იქნება, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ეს არის ანტიქართული ჯგუფი, რომელსაც სწორედ, ანტიქართული კამპანია აქვთ გამართული უკვე წლებია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY