09/11/23328 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

EU-მ კრედიტი მოგვცა როგორც ევროპელ ხალხს, დაადასტურა საკუთარი ინტერესი, არა მხოლოდ ჩვენ გვინდა ევროპაში, არამედ მათაც უნდათ საქართველო ევროპაში - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. 

გვარამია ამბობს, რომ ევროკავშირმა კრედიტი მოგვცა როგორც ევროპელ ხალხს, დაადასტურა საკუთარი ინტერესი და ეს მომენტუმი უნდა გამოვიყენოთ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ევროპელებმა რუსეთი დასაჯეს.
"ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი წინ. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჯერ სტატუსი არ არის, რეკომენდაციაა. 5 კვირა არის დარჩენილი და მაქსიმალურად ერთი ხელის შეხებაღა დაგვრჩა, რომ სტატუსი მივიღოთ და მერე შევცვალოთ ხელისუფლება და გავხსნათ მოლაპარაკებების პროცესი და გავწევრიანდეთ.

შევცვალოთ იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. დღეს ევროკავშირმა კრედიტი მოგვცა, როგორც ევროპელ ხალხს, ქართველებს და ასევე დაადასტურა საკუთარი ინტერესი, რომ მას აინტერესებს. არა მხოლოდ ჩვენ გვინდა ევროპაში, არამედ მათაც უნდათ საქართველო ევროპაში. მათაც აინტერესებთ საქართველო და არა მხოლოდ ჩვენ ისინი. ამიტომ, ჩვენ ეს მომენტუმი უნდა გამოვიყენოთ, ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ და მათაც ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოც საინტერესოა მათთვის.

დღეს ევროპელებმა ამითი დასაჯეს რუსეთი და არა მხოლოდ ჩვენთვის რეკომენდაციით, არამედ ბოსნია ჰერცეგოვინასთვის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით. იმიტომ, რომ იქაც ძალიან მძიმე ვითარება იყო, მაგრამ იქაც რუსეთი დაისაჯა. 

დაისაჯა იქაც მმართველი ძალა, რომელიც პრორუსულია და ჩვენთანაც მმართველი ძალა, რომელიც პრორუსულია და რომელმაც დღეს ყველაფერი გააკეთა ზეიმის გარდა. განმაცვიფრებელია ბრიუსელშიც ის რეაქციები, რომელიც თბილისში პრაქტიკულად ხელისუფლების მხრიდან თითქმის არ მოჰყოლია ამ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, ასე განმარტავენ ისინი, როგორ ამბობენ? არგაღიზიანების პოლიტიკას. ანუ, ზეიმის უფლებაც აღარ გვაქვს უკვე, როცა ევროპაში შევდივართ. არა უშავს. ჩვენ ვართ ევროპელები. ჩვენ გვჭირდება და აუცილებლად ავაშენებთ დემოკრატიას და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები," - განაცხადა გვარამიამ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA